იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ოთხი ადამიანი დაიღუპა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინურმა პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს ორი ადამიანი მოკლა. ეს პირები იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვისთვის იძებნებოდნენ.
შეიარაღებული დაპირისპირების დროს პოლიციის ორი ოფიცერიც დაიღუპა. პოლიციამ დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია ქალაქ ნაბლუსში ჩაატარა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. როგორც პალესტინის ადმინისტრაციის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა ადნან ალ დამირიმ განაცხადა, ბოლო ორ თვეში იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 100-ზე მეტი დამნაშავე დააკავეს. ამ ზომებმა რეგიონში კრიმინოგენული მდგომარეობა უნდა გამოასწოროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები