“პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა“ – ზურაბ ქადაგიძე ვიდეომასალის გასაჯაროებას აანონსებს
“ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ქადაგიძემ “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, შეხვედრა ჟენევაში შედგა. ქადაგიძე ამბობს, რომ არსებობს შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც მალე გაასაჯაროებს.
“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე 4-5 დღის წინ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ჟენევაში შეხვდა. საიდუმლო შეხვედრის ამსახველ დოკუმენტაციას ველოდები ჩემი ევროპელი მეგობრისგან, რომელსაც მალე გავასაჯაროებ. შეხვედრის პარალელურად, საქართველოში ბურჭულაძის პარტია დატოვეს მისმა წევრებმა და, ამავე დროს, დაიგეგმა “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან, “ახალ საქართველოსთან” და “გირჩთან” გაერთიანების შესახებ სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ღია თანამშრომლობა პოლიტიკურად წამგებიანია, პაატა ბურჭულაძემ ცალკე, ფარულად მოქმედება გადაწყვიტა. ზურა ქადაგიძე, “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრებისგან დატოვებას, პაატა ბურჭულაძის “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობითა და პარტიის ყოფილი წევრების იმედგაცრუებით ხსნის.