მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დოკუმენტი 7-წლიანია და ის 2014-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ჩუგოშვილის თქმით, დოკუმენტი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება, მოგვიანებით კი მთავრობა 2-წლიან სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. აღნიშნულ გეგმაში დეტალებშია გაწერილი, რა ნაბიჯი უნდა გადადგას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურამ, რომ ადამიანის უფლებების სხვადასხვა ასპექტი სათანადოდ იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები