“თავისუფალ დემოკრატებს” მაჟორიტარობის კანდიდატები ტოვებენ – ალასანიას გარიგებამ განხეთქილება გამოიწვია

ირაკლი ალასანიას პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები ტოვებენ.
ალასანიას გუნდის წევრმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილმა, დიმიტრი კორთხონჯიამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა.
დიმიტრი კორთხონჯია ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას ხუთ ივლისს კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად წარუდგინა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან პარტია დატოვა.
ალასანიას გუნდის დატოვებას და საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვას აპირებენ “თავისუფალი დემოკრატების” მიერ წარდგენილი სხვა კანდიდატებიც.
მიზეზად კი, ალასანიას მხრიდან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკურ გარიგებასა და შიდა პარტიულ დაპირისპირებას ასახელებენ.
წყარო: marshalpress.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები