გია ვოლსკი: დეპუტატობის კანდიდატების შერჩევისას უმთავრესი ამომრჩევლის პოზიციაა

დეპუტატობის კანდიდატების შერჩევისას უმთავრესი ამომრჩევლის პოზიციაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულით ის, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქებში წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული მაჟორიტარების წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.
„ყველანი წარსულიდან მოვდივართ. არის საკითხები, რომელიც ადამიანის წარსულსაც ითვალისწინებს და კონკრეტულ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის დამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ. არის უამრავი ადამიანი – ზოგი ბიზნესმენი, ზოგი პოლიტიკოსი, რომლებიც ძალიან დიდ რეპრესიებს განიცდიდნენ. მთავარი მაინც არის ამომრჩეველი, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი რაიონისთვის ის კონკრეტულ ადამიანი არის უკეთესი და პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი. იმ კონკრეტულ ადამიანს კი მიაჩნია, რომ როგორღაც ამოისუნთქა იმისგან, რა მდგომარეობაშიც იყო და მზად არის, სამშობლოს ემსახუროს. აი ეს არის ამოსავალი წერტილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები