ნუკრი ქანთარია: ბევრს რასაკვირველია, ენატრება ერთი კარგი არეულობა მოხდეს აქ
“ქართული ოცნების” დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მიაჩნია, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ საარჩევნო პროცესში ვითარება დაიძაბოს და არეულობა მოხდეს.
როგორ ქანთარიამ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მიუხედავად მათი სურვილისა, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
“ბევრს რასაკვირველია, ენატრება ერთი კარგი არეულობა მოხდეს აქ, რომ როგორმე ამოტივტივდეს ზემოთ ფსკერიდან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ .
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქანთარია შესაძლოა აღარ იყოს “ქართული ოცნების“ საარჩევო სიაში, დეპუტატი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის.
„რომელმა ჩიტმა მოიტანა ეს ამბავი??…..ჩვენ პროცესს მივყვებით, უახლოეს დღეებში აჭარაში იქნება წარდგენა, შემდეგ თბილისში ყველანი ყველაფერს გავიგებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ და დავასრულებთ იმ რეფორმების განხორციელებას რომლებიც დავიწყეთ“, – აღნიშნა ქანთარიამ.