ნუკრი ქანთარია: პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, აქციების დაწყებას არ მივესალმები

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია რეფერენდუმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყების იდეას არ მიესალმება.
როგორც ქანთარიამ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, “ქართული ოცნების“ მიზანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე ვითარებაში, დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოთხოვნით აქციის დაწყება ვითარებას დაძაბავს.
“პრეზიდენტის პრეროგატივა იყო დანიშნავდა თუ არა რეფერენდუმს. მან მიიღო გადაწყვეტილება და თავისებურად ახსნა მიზეზი.
ჩემთვის პირადად ძნელი აღსაქმელია იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნას ხელი, რამდენადაც მე ვიცი 200 ათასს გადასცდა.
მესმის ინიციატორთა აღელვება, ამდენი ხელმოწერების შეგროვება მარტივი არ არის, მათ წყალში ჩაეყარათ ეს. თუ რეფერენდუმი მხოლოდ იმისთვის გვინდოდა, რომ კონსტიტუციაში მოხდეს ცვლილება, ჩვენ ეს ამბავი კენჭისყრამდე გვაქვს მიყვანილი და წინ არაფერი უდგას. იყო სახალხო განხილვებიც, პირველი მომენტის ფარგლებში განვიხილეთ კიდეც. ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ კონსტიტუციაში უნდა მოხდეს ცვლილება, “მეუღლეების ნაცვლად დაიწეროს “ქალი და კაცი“, რომ ყველა დამშვიდდეს, თუმცა დღეს არ ვთვლი, რომ ეს საარჩევნოდ უმთავრესი თემა გახდეს და პოლიტიკური დატვირთვა მიეცეს. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყებას არ მივესალმები, მით უმეტეს ამ არჩევნების დროს. ვთხოვდი, რომ ვინც ამას აპირებს, არ ღირს. ეს დაარღვევს იმ სიმშვიდეს, იმ კურსს რაც გვაქვს არჩეული რადგან გვინდა, რომ ჩატარდეს გამჭვირვალე, სამაგალითო არჩევნები. ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, დღევანდელი პრემიერიც იმეორებს რომ საკითხი მივა ბოლომდე, რადგან საკითხი კენჭისყრამდე მისული. 200 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოხატა ასეთი ნება და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტია მათი რიცხვი ალბათ საქართველოს მოსახლეობის 99% – ეს პოზიცია ჩვენთვის მისაღებია.
კენჭისყრაზე ადრეც დავაყენებდით, თუმცა არ გვქონდა იმედი, რომ საკონტიტუციო უმრავლესობას მოვაგროვებდით და ამიტომ შევიკავეთ თავი. ვიმედოვნებ, რომ მომავალ პარლამენტში გვექნება ის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ამ საკითხს დაუჭერს მხარს“, -აღნიშნა ქანთარიამ.
შეგახსენებთ,რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები