ჩრდილების თეატრის მსახიობი და მისი მოძრავი ნახატები ფილმებში

  რთულია მსახიობის ხელოვნება, მაგრამ ჩრდილების თეატრის მსახიობობა ალბათ გაცილებით რთულია, რადგან აქ, გარდასახვის უნარის გარდა, სხეულის პლასტიკსა და წარმოსახვის განსაკუთრებული ნიჭიც უნდა გქონდეს. გარდა მსახიობობისა, თიკა ჩხეიძე ორიგინალური ფილმების ავტორიცაა, ფილმებისა, სადაც მისიმოძრავი ნახატებიბინადრობენ.

 

 სიმბოლურად ხომ არ გეჩვენებათ ის, რომ ჩრდილების თეატრის მსახიობს  ჩრდილში ყოფნა გიყვართ?

– იქნებ ეს ნიჭიერი ადამიანი, ხმამაღალი ნათქვამია, ისეთი ზარმაცი ვარ,- არ იცით… თეატრამდე კი ასეთი გზა გავიარე: დავამთავრე კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. კინო ძალიან მიყვარს. მერე ცოტა ხანი ტელევიზიასა და სარეკლამო კომპანიაშიც ვმუშაობდი. კომპიუტერს ისე მივუჯექი, რომ პროგრამების არანაირი ცოდნა არ მქონდა და მოძრავი ნახატების კეთება დავიწყე. მეგონა, უცებ ანიმატორიც გავხდი, მაგრამ ეს საქმე ასე ადვილი არ არის. ჩრდილებში ანიმაციის ხათრით მივედი, ეს სტუდია  ანიმაციური თეატრიც არის და ცოცხალი ანიმაციაც. მერე ისე მოხდა, რომ მარტო თეატრმა მომიცვა და ხატვას თავი დავანებე, თუმცა არა მგონია, ასე გავჩერდე, მაქვს ჩემი ჩანაფიქრები, კარგად მესმის ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასე რომ, ვემზადები,  ამდენი ხნის მანძილზე მიღებული გამოცდილება  საქმეში გამოვიყენო.
 – ჩრდილების თეატრის მსახიობობას, ვფიქრობ, არა მარტო არტისტული მონაცემები ჭირდება, აქ ბევრი სხვა მომენტიცაა გასათვალიწინებელი..

– საჭიროა, საკუთარი სხეულის ფლობის ხარჯზე გარდასახვა. ხანდახან თვალებს ვხუჭავ, რომ ის ემოცია ხელებით უფრო უკეთ გამოვხატო… რატომღაც მგონია, რომ ასე უფრო გამომდის. თვალებს რომ ვახელ და მეუბნებიან, ცუდი იყო,- არ მჯერა, მე ხომ ისეთი გრძნობით ვაკეთებდი? -ამას ვხუმრობ… მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველდღიური შრომაა, რაც მოითხოვს სიზუსტეს, სინქრონსა და კონცენტრაციას. ძალიან მინდა ნოვატორი ვიყო, მაგრამ არიან საქართველოში პატარა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, მუშაობენ და ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით. იცით? სიტყვები: „ქართული“ და „მამულიშვილური“ ცოტა მაკომპლექსებს… ინდივიდუალური და თვითმყოფადი უფრო მაინტერესებს, თუმცა, როცა 30 წელია თბილისში ცხოვრობ და აქაურობით იკვებები, თავისთავად ყველაფერი ქართული იქნება..
 – რომ არა ჩრდილების თეატრი, თქვენს თავს სად ხედავთ?1061968_689825757715256_454528627_n

– სცენაზე, ბალერინად…  ყოველთვის მაღალი და დიდი ვიყავი და ამიტომ ჩემს მშობლებს ამ თვალსაზრისით ჩემზე არც უფიქრიათ, არადა, ლოგიკური იქნებოდა, კალათბურთში მივეყვანე. ხშირად მეკითხებიან, კალათბურთელი ხომ არ ვარ. სპორტული, სამწუხაროდ, არა, მაგრამ მოქნილი ვარ, უფრო ნაზი… ამასაც ვხუმრობ…
წარმოიდგინეთ, პერსონაჟი ხართ, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდით?
– ჩემი თავი წარმომიდგენია ისეთი, სიმყარე რომ არ აქვს. პროფილში რომ სხვანაირი ჩანს, ანფასში სხვა ადამიანად რომ აღიქვამ და ყოველ ორ წუთში აზრსა და მიმართულებას რომ იცვლის. ჩემი როლებიდან ყველაზე ძალიან მიყვარს მელა სულხან საბას “სიბრძნე სიცრუიდან“. თუმცა ჯერ ეს სპექტაკლი არ დასრულებულა და ხალხს სრული სახით არ უნახავს, ისე ვთამაშობ გველსაც, ჟირაფსაც, ქალის ხელიც ვარ, ხეც ვარ… 10 წუთი გაუნძრევლად უნდა ვიყო, გუშინ ზღვის ტალღაც ვიყავი…
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და იქიდან  ხომ  არ მოდისანიმაციით  დაინტერესებაც?
– ბავშვობიდან მიყვარდა ანიმაციური ფილმები, სულ ვხატავდი და ხატვის დროს თან ვცეკვავდი. სიმღერით ვახმოვანებდი იმ არსებას, ვისაც იმ მომენტში ვქმნიდი, ქალაქებს ვიგონებდი, სადაც ჩემი პერსონაჟები ცხოვრობდნენ, მერე მათაც სახელებს ვარქმევდი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ბავშვობით იწყება. მაგ დროს მართლა ბედნიერი ხარ, რადგან ასე გგონია, საკუთარ თავში იძირები. მაგარამ იცით, ეს არ არის მთლად ანიმაცია. ანიმაციურად ისე გაუმართავია და ისეთი პრიმიტიული პროგრამით არის დამონტაჟებული, რომ უფრო ფილმის კადრირებას ჰგავს. მე მოძრავ ნახატებს ვეძახი, განწყობას მუსიკის დახმარებით ვქმნი… სულ 4 ფილმი მაქვს გაკეთებული, მაგრამ პატარ-პატარა დაუმთავრებელი ეპიზოდებიც ბლომად მაქვს. მომავალში შეიძლება, ძველებსაც მივუბრუნდე, დავამუშავო და მათ სრულყოფილი სახე მივცე. ამის მცდელობა მქონდა, მაგრამ ის უმწიკვლობა თუ პირველადი სისუფთავე დაკარგა, რაც ჰქონდა. არადა, პრიალა და პედანტური არ მომწონს.  ვეძებ იმ ფორმას, რაც სხვებისთვისაც და ჩემთვისაც კარგი და მისაღები იქნება.
როგორ ფიქრობთ, რომელია თქვენი ყველაზე კარგი ნამუშევარი?
– ქალის ხელები ამოდის და თავისთვის ცეკვავს,- ეგ ჩემი საუკეთესო ნომერია. ამავე სპექტაკლში მაილს დეივის განვასახიერებ გველის სახით, უფრო სწორად, გველის თავს ვთამაშობ, მერე ჟირაფიც ვარ და მასობრივ სცენაში – ობობაც, თუმცა, ძალიან ცოტა ხანს, მაგრამ ეს ობობა ისე მომწონს…
თუ  შექმნი ორიგინალური პერსონაჟები?
– სხვათა შორის, პროფესიონალიზმი ჯერ არ მაქვს, რომ დავჯდე და ვიღაცის მიხედვით პესონაჟი შევქმნა, თუმცა საოცარ მსგავსებებს კი ვიჭერ ხოლმე… საიდან? რატომ? არ ვიცი… ჩემი პერსონაჟები ყოველთვის კონკრეტული ტიპები, ან სხვა კინოფილმიდან გადმომხტარი მსახიობებიც იყვნენ. განწყობებსაც ზუსტად ისეთს ვაძლევ, როგორც მე მინდა. სამსახიობო ჩემეული ნიჭი, თუ რა ჰქვია ამას, ეგ, მე მგონი, მაქვს და, როლში რომ შევდივარ,- ყველაფერს ვახერხებ. ჩრდილების თეატრში რომ მივედი, რეჟისორი გელა კანდელაკი ანიმატორებს სამსახიობო ხელოვნებას ზუსტად ასე ასწავლიდა. ძალიან გამიხარდა, რომ მართალი აღმოვჩნდი. ასე რომ, ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა, ეს კი ბედნიერებაა…
გიფიქრიათ საკუთარი პროტოტიპი შექმნა?
– რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჩემს თავს ვხატავ და ნახატებს საკუთარ ქცევებს ,,ვაძლევ“. მარტო მამაჩემი ხვდება, რომ სინამდვილეში დედას ვხატავ, დედას 20 წლის წინ… ისე ხდება, რომ ერთმანეთს ვგავართ. ამიტომ გამოდის, საკუთარ თავს ვქმნი… მოკლედ, ორ კურდღელს ერთად ვიჭერ. როგორც სიზმარში ხდება,- ყველა პერსონაჟი შენ თვითონ რომ ხარ,- ჩემს შემოქმედებაშიც ასეა… სხვათა შორის, საკუთარ სიზმრებში გარკვევას ვცდილობდი და ბოლოს მივხვდი, ვერაფერი გავუგე. ხანდახან მეჩვენება, რომ საკუთარი თავიც დამცინის,- ირონია მიყვარს. სიტყვამ მოიტანა და, ისეთი სიზმრები მაქვს, მგონია, ჩემი ქვეცნობიერი მეღადავება – მეთქი… მომავალში ჩემი სიზმრიდან ერთი-ორი ეპიზოდი ნამუშევარში რომ არ გამოვიყენო, უბრალოდ გული დამწყდება…

 თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები