სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.

როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, დაძაბულობა და არეულობა შეიტანოს საზოგადოებაში არჩევნებამდე.

მისივე თქმით, განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი.

„იცის, რომ არჩევნებს აგებს და არასაარჩევნო რაღაც გზებს ეძებს, მაგრამ ყველა მცდელობა წყალში ჩაუვარდა, ეს მორიგი „კარტიც“ ბლეფი აღმოჩნდა, ვერაფერი ვერ გააწყო. ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია და ეს გააკეთა, პირველ რიგში, მისმა თავჯმდომარემ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ადამიანები ინსტიტუციების ბედს ვერ განსაზღვრავენ დიდი ხნით. საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარანტი და იქნება კიდეც, როგორც კი იქიდან პოლიტიკური მოთამაშეები გავლენ. დღეს იქ, სამწუხაროდ, პოლიტიკური მოთამაშეები საკმაოდ ბევრნი არიან“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები