გია ვოლსკი პაპუაშვილის განცხადებებს “ნაცმოძრაობას” და ნიკა გვარამიას უკავშირებს

„ნაცმოძრაობას“ საკონსტიტუციო სასამართლოს რევოლუციის გეგმა ჰქონდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ და გია ვოლსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც გია ვოლსკიმ ბრიფინგზე აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოსამართლეების ზეწოლის შესახებ გაჟღერებული განცხადებების უკან “ნაციონალური მოძრაობა” მოიაზრება. კონკრეტულად, კი, გია ვოლსკიმ „რუსთავი 2 „-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაასახელა. „სასამართლოს თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე, რომელთაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, „რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელობასთან ნიკოლოზ გვარამია მყავს მხედველობაში აკავშირებთ მჭიდრო სამსახურეობრივი ურთიერთობები, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და დღეს სწორედ ეს განხილვები მიმდინარეობს იმ ფორმატში, რასაც ამ მეგობრობის და ურთიერთობის გამეორება ჰქვია”, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები