“თავში დაშვებული შეცდომის ფასს პაატა ბურჭულაძის პარტია ალბათ საპარლამენტო არჩევნებში გადაიხდის”

თავში დაშვებული შეცდომის ფასს პაატა ბურჭულაძის პარტია ალბათ საპარლამენტო არჩევნებში გადაიხდის. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ პარლამენტში შესვლის შანსი აქვს, მაგრამ შეიძლება ნინო ბურჯანაძის პარტიას მეტი შანსი აღმოაჩნდეს. „პაატა ბურჭულაძის პარტიამ ძალიან ადრე აიხადა ნიღაბი და ფაქტობრივად განაცხადა, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი. შესაბამისად, ბურჭულაძის პარტიამ რომ დიდი პროცენტი აიღოს, მერე პარლამენტში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს პარტია შეეკვრებიან.
დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას,“ ის ფრონტს გახსნის ბურჭულაძესთან, რადგან ერთი და იგივეა. „ნაციონალები“ გამოცდილები არიან, ტრაქტორმა რომ გადაუაროთ, მაინც წამოდგებიან და ბურჭულაძე რამდენად გაუძლებს, არ ვიცი. მას გამოცდილება აკლია და შეიძლება ტრაქტორი საჭირო არ გახდეს. ძალიან საეჭვოა, რომ ბურჭულაძის პარტიამ ისევე წარმატებით დაასრულოს, როგორც დაიწყო. დაწყება ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ ბევრი მტერი გაიჩინა, რადგან პირველივე დღიდან გახსნა კარტი. ამ შეცდომის ფასს, მე მგონი, ბურჭულაძის პარტია არჩევნებზე გადაიხდის“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები