გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრები დაასახელა
თავდაცვის მინისტრის პოსტი ლევან იზორიამ დაიკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი ქეთევან ციხელაშვილი გახდა–ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
პრემიერ–მინისტრმა ყოფილ მინისტრებს–თინათინ ხიდაშელს და პაატა ზაქარეიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მიერ დაწყებული ყველა წარმატებული რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება.
„მინდა, წარმოგიდგინოთ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ქეთიდღემდე იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. იგი ძალიან აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა დასამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში. იგი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათაფაკულტეტის დოქტორანტი; იყო აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში – შვეიცარიაში; ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტშიგავლილი აქვს კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. არის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრი. ქეთი ასევე იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი;მუშაობდა უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში გერმანიაში; იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისპროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი. პროფესიით ქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დარწმუნებული ვარ, იგი წარმატებული მინისტრი სახელმწიფო მინისტრი იქნება,” – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა. მისი თქმით, ლევან იზორიას ქვეყნის უსაფრთხოებისა დასამშვიდობო პოლიტიკის წარმოების კუთხით, კარგი გამოცდილება აქვს, რომელიც, პიროვნულ თვისებებთან ერთად, საშუალებას მისცემს, ასეთივეაქტიური იყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიმართულებით.
„თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან იზორიას, რომელიც დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისმოადგილე იყო. ლევან იზორია არის სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილისსახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999 წელს მიენიჭა გერმანიის ქ. გოტინგენის გეორგ–აუგუსტის სახელობისუნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის, ხოლო 2002 წელს ამავე ფაკულტეტის მიერ სამართლის დოქტორისაკადემიური ხარისხი უმაღლესი შეფასებით. იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, უფრო ადრე კი – შინაგან საქმეთა სამინისტროსაკადემიის რექტორი. 2007–2008 წლებში იგი იყო „საქართველოს უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის დეკანი. 2008 –2009 წლებში მოღვაწეობდა, როგორც პროფესორი გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში. ასევე იყო ჰაიდელბერგის მაქს–პლანკის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი, ჰუმბოლდტის სტიპენდიით. ლევან იზორია არის 4 წიგნის ავტორი და 5 წიგნის თანაავტორი. ფლობსინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს,”–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის თავდაცვა, შეიარაღებული ძალები და ქართული ჯარი ყოველთვის იქნება საქართველოს მთავრობისუმთავრესი პრიორიტეტი. პრემიერ–მინისტრმა წარმატებები უსურვა ახალ მინისტრებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მმართველი გუნდისღირსეული წევრები იქნებიან.
თავდაცვის მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანამდებობები ოფიციალურად დღეს დატოვეს.