ნეპალში სოციალური მედიის აკრძალვა გაუქმდა

ნეპალის ხელისუფლებამ სოციალური მედიის პლატფორმებზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა მას შემდეგ, რაც ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.

ხელისუფლების განმარტებით, აკრძალვა თავდაპირველად „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“ დაწესდა, თუმცა მას მკაცრი კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა.

უფლებადამცველები შეზღუდვას სიტყვის თავისუფლების დარღვევად აფასებდნენ.

მთავრობის განცხადებით, ონლაინ აქტივობის მონიტორინგი გაგრძელდება, თუმცა პლატფორმები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

ნეპალის ხელისუფლებამ დედაქალაქ კატმანდუს ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით კომენდანტის საათი დააწესა, რაც შემდგომი საპროტესტო აქციების შეჩერებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, კორუფციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები