“ყოველგვარი პროვოკაციისა და ზედმეტი ჭორაობის თავიდან ასაცილებლად ვიწვევთ ეუთო/ოდირს” – დავით მათიკაშვილი
“ყოველგვარი პროვოკაციისა და ზედმეტი ჭორაობის თავიდან ასაცილებლად ვიწვევთ ეუთო/ოდირს”, – ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
„საკმარისი დროა არჩევნებამდე დარჩენილი და შეუძლიათ ჩამობრძანდნენ, ყველა პირობა შეიქმნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოახდინონ მათი სადამკვირვებლო მისიის ბოლომდე რეალიზება. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ დასკვნასაც იგივე ბედი არ ექნება, რაც წინა დასკვნას, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო და ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნა.