დავით მათიკაშვილი: პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ მხრიდან დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემობრძანდნენ პარლამენტში

„მათი [პარტია „ გახარია საქართველოსთვის“] მხრიდან დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემობრძანდნენ პარლამენტში,“ -ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს; ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არ შემოსვლა იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები