დავით სერგეენკო: მინისტრობის კანდიდატების დასახელება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

მინისტრობის ახალ კანდიდატებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ მათი დასახელება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ორი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მას სხვადასხვა სახის ინფორმაცია აქვს.
“რა თქმა უნდა, კონსულტაციები მინისტრობის კანდიდატებზე მიმდინარეობს, თუმცა ამ კანდიდატების დასახელება არის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ვფიქრობ, არავინ არ უნდა დავასწროთ მას ამის გაცხადება“,-აღნიშნა სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში მათ ვინაობას დაასახელებს. ოფიციალურად ორი მინისტრის ადგილია ვაკანტური: თინა ხიდაშელის და პაატა ზაქარეიშვილის. ამასთან, დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულია სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები