გია ჟორჟოლიანი: „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული საპარლამენტო უმრავლესობა ექნება

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მოხვედრის შანსი რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს აქვს, მაგრამ გარანტირებული უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ გარდა, არავის გააჩნია.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, არის რამდენიმე სუბიექტი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ გარანტირებული – არა. გარანტირებული საპარლამენტო უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას“. ასევე გარანტირებულია, არ შეიძლება მოხდეს ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს ეს უმრავლესობა. დანარჩენს ვერ გეტყვით, შეიძლება რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო ბარიერი გადალახოს, , ვიღაცამ ვერ გადალახოს“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, „სოციალ-დემოკრატების“ წევრების „ქართული ოცნების“ სიაში გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუ ვინ იქნება ამ პარტიიდან საარჩევნო სიაში და ვინ იქნება მაჟორიტარი კანდიდატი.
„გადაწყვეტილია, რომ ჩვენი პარტია საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობს. შეიძლება რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატი გვყავდეს და რამდენიმე საარჩევნო სიაში იყოს. კანდიდატებს ერთობლივად ვარჩევთ. ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერ მაჟორიტარი კანდიდატები დასახელდება და სიაში ჩვენი პარტიის წევრების განსაზღვრა ამის შემდეგ მოხდება“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები