სუბარი პაპუაშვილის განცხადებას, მოსამართლეთა მიმართ ზეწოლაზე, სააკაშვილს უკავშირებს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს, რომელიც მოსამართლეთა დისკრედიტაციას ეხება, საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.
“გიორგი პაპუაშვილის განცხადებები ერთადერთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, სააკაშვილს აღარ დარჩა ხელში არცერთი პოლიტიკური კარტი და ახლა ცდილობს, არჩევნების წინ ვითარება რაღაცნაირად დაძაბოს, რაც მას არ გამოსდის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.
პაპუაშვილმა მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურ იარაღად საკონსტიტიტუციო სასამართლოს სახელს იყენებს “, – აღნიშნა დევნილთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები