თურქმა სამხედროებმა 35 ქურთი „ბოევიკი“ მოკლეს

თურქმა სამხედროებმა აღმოსავლეთ თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 35 „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკებმა“ ჰაკარის პროვინციაში სამხედრო ბაზის შტურმით აღება სცადეს. ორმხრივი სროლის შედეგად რვა სამხედრო დაიღუპა და 25 დაიჭრა. აღმოსავლეთ თურქეთში სამხედროებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის 2015 წელს განახლებულ დაპირისპირებას უკვე 6 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები