პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსს შეხვდა

ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ჩინური ინვესტიციების ამჟამინდელი სტატუსი, შემოსვლის პროცესი და მისი გაზრდის ალბათობა – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა ისაუბრეს.
მაია მელიქიძის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანამ გააქტიუროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მიღწევაზე მუშაობა ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
პრეზიდენტის მრჩეველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. მაია მელიქიძე ქართული პროდუქტით იმპორტირებული საქონლის ჩაანაცვლების საჭიროებას ხედავს, რაც ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთსულოვანია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ინვესტორთა საბჭო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესდავების გადაწყვეტილების პროცესის გაჭიანურებას, მოსამართლეთა კომპეტენციას და ადმინისტრირებას უკავშირდება.
მაია მელიქიძის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის იგეგმება სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა კონკრეტული სექტორების განვითარების მიზნით კონკრეტული ხასიათის ქმედებები განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები