NDI: გამოკითხულთა 38% გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 38%-ს გადაწყვეტილი აქვს, 57%-ს კი არა.
გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელთაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, ძირითადად ახალგაზრდა ასაკის მოქალაქეები არიან.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.