„საქართველო შესაძლოა, პატარა ქვეყანაა, მაგრამ კულტურის უზარმაზარი ლაბორატორიაა…“

კულტურის დარგში, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული. როგორი პირობები უნდა შევუქმნათ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს და რა პერსპექტივები აქვთ დამწყებ ხელოვანებს… ჩვენი დღევანდელი „პერსონა“, თბილისის საკრებულოს მრჩეველი კულტურისა და განათლების საკითხებში თიკა რუხაძეა.13672293_1356459661049305_987339880_n

– მუსიკალურ ოჯახში დაბადებული ადამიანისათვის ტრადიციული გზა გავიარე. ბებია და დედა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. ამასთან ერთად, დედა პროფესიით პიანისტია და, შესაბამისად, მუსიკასთან დაბადებიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, შემდეგ – მუსიკალური სასწავლებელი და უკვე 19 წლის ასაკში თბილისის მე-4 მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ბიზნეს ადმინიტრირების, კულტურის, ან მუსიკის მენეჯმენტის ფაკულტეტები. მუსიკალური სასწავლებლის ბოლო კურსზე უკვე ვიცოდი, რომ პიანისტის პროფესია არ გავაგრძელებდი, მაგრამ ისიც მესმოდა, რომ ზოგადად ამ სფეროს ვერ მოვწყდებოდი. სწორედ ამიტომ, კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი ავირჩიე. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან არაჩვეულებრივი პროფესორ-მასწავლებლების გარემოცვაში გავიზარდე. ამ ესთეტიკაზე გაზრდილი ახალგაზრდისათვის, ჰარმონიული იყო ასეთ გარემოში ყოფნა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალბატონი ნანა ქავთარაძე და ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუსიკო წურწუმია. სწორედ ქალბატონი რუსიკოს გადაწყვეტილება იყო, რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაზე უნდა მემუშავა და ჩემი სადიპლომო ნაშრომის თემა ყოფილიყო გია ყანჩელის „ლიტურგია“ ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ახლა ვხვდები, რომ ძალიან პატარა ვიყავი და ასეთ თემას შევეჭიდე… ეს რუსიკო წურწუმიამ გამაბედინა.
– პირველი პროფესიული ნაბიჯები…13867136_1356459657715972_1149594093_n
– სტუდენტობის წლებში ვიყავი კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორის მოადგილე, რომელსაც ბატონი შავლეგ შილაკაძე ხელმძღვანელობდა. ასევე ვმუშაობდი კულტურის სამინისტროსთან არსებულ „ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებაში“ და სტუდია „ბასტი-ბუბუში“ პედაგოგად. ჩემმა აქტიურმა და მოუსვენარმა ხასიათმა კარგი გამოცდილება შემძინა. 90-ნი წლების დასაწყისში ტელევიზიასაც დავუკავშირდი. სტუდია „საღამო მშვიდობისა“, გადაცემათა ციკლი “ჭორ ნიუსი” იყო ჩემი პირველი სატელევიზიო გამოცდილება. ერთ-ერთი პირველი ვიყავი მათ შორის, ვისაც, გადაცემის ავტორის, ლევან ხეთაგურის გადაწყვეტილებით, სატელევიზიო 13874645_1356459627715975_666799733_nტიტრში“პროდიუსერი” ეწერა. შემდეგ “მეორე არხი” და დაუვიწყარი პერიოდი გატარებული ბატონი ზაზა დარასელის გვერდით. ამას მოჰყვა ტელეფესტივალი „მანა“, რაც იმ დროისათვის განსაკუთრებულად დიდი მოვლენა იყო. საქართველოს ახალგაზრდული ფონდთან, ზაზა შენგელიასთან და მრავალ საინტერესო ადამიანთან ერთად მომიწია მუშაობა. შემდეგ სატელევიზიო სტუდია TBC-TV, სადაც ვიყავი გენერალური პროდიუსერი. 90-ნი წლების ბოლოს კი საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის საერთო მენეჯმნეტში გადავედი სამუშაოდ და პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი ვიყავი. ამ დროიდან განსაკუთრებულად გამოვყოფდი იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაში უშუალოდ ვიყავი ჩართული. ეს იყო პირველი არხის ცენტრალური საახალწლო პროგრამები, რომელსაც, ბასა ფოცხიშვილთან და შემდეგ ზაზა ორაშვილთან ერთად, ვაკეთებდით. ამ გადასახედიდანაც მიმაჩნია, რომ „სადგური 2000“ და „გზავნილი 21-ე საუკუნეში“ საუკეთესოა ამ დარგის ქართულ მედია სივრცეში არსებულ პროექტებს შორის. ვფიქრობ, იმ დროს ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, არა მარტო მუსიკალური ინდუსტრიის, არამედ, ზოგადად, ქართული კულტურის მხარდაჭერისათვის.
– რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი საზოგადოების გემოვნების ჩამოყალიბებაში?13872450_1356459644382640_866599462_n
– რა თქმა უნდა, დიდია მასობრივი საშუალებების როლი ამ პროცესში. სწორედ ამის გამო, მაგალითად, საახალწლო პროექტებზე მუშაობას ბევრად ადრე ვიწყებდით. პრაქტიკულად 6 თვით ადრე იწერებოდა კონცეფცია და მიდიოდა მუშაობა მუსიკალურ მასალაზე. მთელი გუნდი ფიქრობდა, რომ ფოლკლორული, პროფესიული, ან რა სახის სასიმღერო მასალა უნდა შეგვერჩია. სექტემბრისთვის მზადდებოდა მუსიკალური ნომრები. შემდეგ ამ მასალას ვუშვებდით ქართულ რადიოებში, რაც განაპირობებდა მასზე მაღალ მოთხოვნას. პარალელურად ვიწყებდით სატელევიზიო პროდუქციის გადაღებას და მონტაჟს. ბოლოს მზა პროდუქცია გადიოდა საახალწლო ეთერში და, შესაბამისად, ეს უკვე მაყურებლისთვის ნაცნობი და რიგ შემთხვევაში უკვე საყვარელი მუსიკალური მასალის სატელევიზიო პრემიერა იყო. ნებისმიერი მედიაპროექტი, რომელიც მსგავსად იგეგმება, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის ხელშეწყობას ემსახურება. ვფიქრობ, მედია განსაკუთრებით უნდა იყოს ჩართული ქართული კულტურის ტრადიციების შენარჩუნების, ახლის შექმნასა და განვითარების პროცესში. მიმაჩნია, რომ ფოლკლორიდან დაწყებული, ხელოვნების ყველა დარგს ასეთი კომპლექსური მხარდაჭერა სჭირდება. ამ საქმეში ერთად უნდა იყოს ბიზნესი, სახელმწიფო და, რასაკვირველია, მედია. ეს იდეალური მოდელია, რომელიც შედეგს მოიტანს.13874858_1356459637715974_1055817697_n
–  იმის მიუხედავად, რომ სხვა სფეროში მოღვაწეობდით, თქვენს პროფესიას არ შორდებოდით…
– კულტურას, მუსიკას და ჩემს პროფესიას არასოდეს დავცილებივარ. ამის შემდეგ კომპანია „მელოდია არტის“ გენერალური პროდიუსერი ვიყავი, რომელიც დიდ საკონცერტო ღონისძიებებს აკეთებდა. შემდეგ უკვე მუსიკისა და დრამის თეატრის დირექტორი ვიყავი. ეს იყო გზა ნანგრევებიდან თეატრის გახსნამდე, რომელიც ჩემს მეგობარ დათო დოიაშვილთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, გავიარე. მოგვიანებით საკუთარი კომპანია დავაარსე, რომელიც დაკავშირებული იყო ივენთ-მენეჯმენტთან და კულტურულ ღონისძიებებთან.13872450_1356459644382640_866599462_n
– დღევანდელი თქვენი სამსახური…
– ახლა, ბოლო 2 წელია თბილისის საკრებულოს მრჩეველი ვარ, კულტურისა და განათლების საკითხებში. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ძალიან საინტერესო სამუშაოა. მეორე წელია საკონსულტაციო კუთხით აქტიურად ვარ ჩართული ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ პროექტში. მათ შორის ერთ-ერთია ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“, რომელიც მრავალფეროვანი ნომინაციებით გამოირჩევა და წელს უკვე მეორედ ტარდება. ვფიქრობ, ჩემ მიერ დღემდე განვლილი გზა და ის გამოცდილება, რომელიც მაქვს, საამაყოა კულტურის მენეჯერისთვის. ამ დრომდე მომიწია ძალიან ბევრ დიდ კომპოზიტორთან, მხატვართან, ლიტერატორთან და კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვისთანაც ერთი პროექტი, ერთი სპექტაკლი ან ერთი კონცერტი მაქვს გაკეთებული. მიმართულების შერჩევა, სწორი დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრაა მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ყველაფერი ქართული და ტრადიციული განავითარო, ალბათ საჭიროა, სწორი ფასეულობები გაგაჩნდეს. მეც სწორედ ამას ვემსახურები.13874550_1356459617715976_2018766541_n
– რა ცვლილებებს განახორციელებდით, ან რა სიახლეებს შემოიტანდით კულტურის სფეროს გასავითარებლად?..
– ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა. მიმაჩნია, რომ პრიორიტეტულია არაფორმალური სამოქალაქო განათლების სფეროში, სახელოვნებო დაწესებულებების ქონა, რამდენადაც ეს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორად კარგ ტრადიციებზე გაზრდილი თაობა, ყოველთვის მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, რომელსაც ასეთი ისტორია აქვს კულტურის სფეროში.
– რა პერსპექტივები აქვთ დამწყებ და უკვე შემდგარ ხელოვანს დღეს საქართველოში?
– დღესაც, რომ ვირჩევდე, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. კულტურა ქვეყნის სავიზიტო ბარათია და ტურიზმის პარალელურად, ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველო, კულტურისა და ჩვენი ისტორიის გარეშე არ არსებობს. ნებისმიერი აკადემიური ანსამბლი იქნება ეს, „სუხიშვილები“ ან „რუსთავი“, თუ ნებისმიერი სხვა მაღალი დონის ხელოვანი, არის საქართველოს სახე. ვფიქრობ, არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ეკონომიკის განვითარების საქმეშიც, კულტურამ დიდი როლი უნდა ითამაშოს. საბედნიეროდ ბოლო დროს ამ მხრივ ბევრი კეთდება. აშენდა ან რესტავრაცია ჩაუტარდა საკონცერტო დარბაზებს, თეატრებს და სხვა ბევრი საკითხი მოგვარდა. ჩვენ რეალური პოტენციალი გვაქვს, ვიყოთ რეგიონის კულტურული ცენტრი. გარდა ამისა, 13672505_1356459641049307_451895689_nმნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის საგარეო პოლიტიკაც. დღევანდელ მსოფლიოს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ სახელოვნებო დარგებში მაღალპროფესიულ კადრებზე მოთხოვნილება დიდია. ასე მაგალითად, თუნდაც ქართველ საოპერო მომღერლები, ან კულტურის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები უკვე მსოფლიო კულტურის ავანგარდში არიან. საქართველო შესაძლოა, პატარა ქვეყანა, მაგრამ კულტურისთვის უზარმაზარი ლაბორატორიაა. აქ ნიჭი არ მთავრდება. ყოველდღიურად ვიგებთ, რომ ქართველმა მომღერალმა, მოცეკვავემ, პიანისტმა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენელმა მსოფლიოს საუკეთესო სცენები დაიპყრო, საოპერო ოსკარები მიიღო. ის, რასაც ჩვენს ხელოვანებზე მსოფლიო პრესა წერს, საამაყოა. პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის სახელოვნებო განათლებას განსაკუთრებული როლი უნდა ენიჭებოდეს. ეს გენეტიკურად გვაქვს ჩადებული, წინ ვერაფერი დაუდგება და ეს ნიჭი მაინც ამოხეთქავს. ამის მაგალითი გვაქვს, მძიმე 90-იან წლებში. კულტურა იყო ის ერთადერთი, რომელიც საქართველოდან გადიოდა, სხვა ჩვენ საექსპორტო იმ დროს არაფერი გვქონდა. 13874613_1356459631049308_1100533315_nმსოფლიომ საქართველო დიდი ხანია იცის სახელებით – რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, ლექსო თორაძე, გოგი ალექის-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე და კიდევ ბევრი დაუსრულებლად… ლადო გუდიაშვილზე და სხვა გენიოსებზე აღარაფერს ვამბობ. ამით ვამაყობთ. ჩვენ ამ კულტურის მემკვიდრეები ვართ და მომავალ თაობაშიც ეს ფასეულობები უნდა ჩავდოთ, რაც ქვეყანას უფრო დიდ საქმედ დაუბრუნდება. როდესაც ადრეული ასაკიდან ამ მარცვალს ჩავდებთ, პროფესიის არჩევისას ახალგაზრდებს ეცოდინებათ – რა არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული? დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ თაობაში კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი გვეყოლება და ქვეყნის სიყვარულიც და განათლების სურვილიც უფრო დიდი იქნება. ჩემი აზრით, საქართველოსთვის კულტურა საამაყო წარსულის გარდა, არის კარგი მომავალის გარანტია.

ნინო ჯაჯანიძე
13664550_1356459624382642_2143027923_n
13664453_1356459651049306_755710528_n
13874936_1356459647715973_1077018689_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები