„მოცარტი და სალიერის“ პრემიერა გაიმართება

9-10 დეკემბერს „ქალაქის თეატრში“  „მოცარტი და სალიერის“ პრემიერა გაიმართება.
თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: „ორი კომპოზიტორი — ერთი ღმერთის რჩეული, მეორე ადამიანის ტკივილი. მუსიკა, რომელიც სიყვარულით იწყება და კაენის ცოდვით მთავრდება. და როცა მუსიკა სრულყოფილია, ზოგჯერ მხოლოდ დუმილი რჩება“.
რეჟისორი -კოკო როინიშვილი; მხატვარი – ბარბარა ასლამაზი; ქორეოგრაფი – თინათინ წულაძე.
მსახიობები – ირაკლი აფაქიძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, დავით თარბა, ანუკი შარია, ანიკო შურღაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები