„უშენოდ არ შემიძლია“ – პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში
9, 16, 17, 20 დეკემბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში მიხეილ ზადორნოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „უშენოდ არ შემიძლია“ – პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლის შესახებ: „უშენოდ არ შემიძლია“ – ექსცენტრიკული კომედიაა სასიყვარულო სამკუთხედზე, ბობოქარ ვნებებზე და ღალატზე. როგორ უნდა დაიბრუნო დაკარგული გრძნობები? ოჯახური ბედნიერება სიყვარულზეა აგებული – შენარჩუნება კი მოთმინებაზე და პატიებაზე.
თარგმანისა და ადაპტირებული ტექსტის ავტორია მაია ჯაფარიძე; რეჟისორი – ციცინო კობიაშვილი; მხატვარი: ხათუნა მაისურაძე; ქორეოგრაფი – ბაქარ ხინთიბიძე; კომპოზიტორი – დავით არჩვაძე; რეჟისორის ასისტენტი – თინათინ სირბილაძე.
მონაწილეობენ: თეიმურაზ კილაძე, ანა სანაია, ნინო დუმბაძე.