სომალის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე აფეთქება მოხდა. თვითმხილველები იუწყებაიან, რომ აეროპორტის მახლობლად კვემლი ჩანს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მან დანაღმული ავტომობილი აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზის სიახლოვეს ააფეთქა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ მოქმედებს. მოგადიშოს ერთ-ერთ სასტუმროზე ბოლო თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები