„ის, რაც ადამიანმა დაანგრია, ისევ ადამიანმა უნდა აღადგინოს“…

სექტემბერში თბილისის ზოოპარკში ცხოველების ახალ ჯგუფებს ელოდებიან… როგორია საქართველოს კლიმატი ზოოპარკის ბინადრებისთვის, რატომ გადაწყვიტა ცხოვრების გზად ცხოველებთან ურთიერთობა აერჩია და რომელია ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი მტაცებელი ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძისთვის…

– ცხოველები ბავშვობიდანვე განსაკუთრებით მიყვარდა. სადაც ვიპოვიდი ძაღლის ლეკვებს, სახლში მიმყავდა. სწორედ ამიტომ ადრეული ასაკიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ცხოველებთან მემუშავა მთელი ჩემი ცხოვრება და ასე შევარჩიე პროფესია.13815188_1355065351188736_1786178017_n
–  როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ოჯახში?
– ჩემი პროფესიით ოჯახში არავინ ყოფილა. მამა ინჟინერი იყო, დედა – გერმანული ენის პედაგოგი, თუმცა არ მუშაობდა. მე კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის პერიოდში დაინტერესებული ვიყავი ცხოველთა ქცევით. იმ დროსაც და ახლაც ზოოლოგიის ინსტიტუტში იასონ ბადრიძე მუშაობდა, მას დავუკავშირდი და ერთად გავაგრძელეთ თანამშრომლობა ცხოველების ქცევისა და ეკოლოგიის საკითხებზე.
– მუშაობდით სამეცნიერო კუთხით…13649477_1355065347855403_414029430_n
– რა თქმა უნდა, თავიდან სამეცნიერო კუთხით ვმუშაობდი. უნივერსიტეტის პერიოდში დაახლოებით ერთ წელზე მეტი თბილისის ზოოპარკში, მტაცებელთა განყოფილებაში ცხოველების მომვლელად მომიწია მუშაობა. ვუვლიდი მგლებს, დათვებს, თეთრ დათვებს და სელაპებს. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, არსებობდა ნაკრძალების მთავარი სამმართველო, დაახლოებით დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანალოგი იყო. იქ დავიწყე მუშაობა და საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მუშაობა, დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესი“, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
– დაბრუნდით ზოოპარკში…13819447_1355065327855405_822791856_n
– „ნაკრესის“ შემდეგ, იყო დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი, სადაც ვმუშაობდი. შემდეგ შემომთავაზეს ზოოპარკში მუშაობა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ყოველთვის მაინტერესებდა ზოოპარკში მუშაობა, გამოცდილებაც მქონდა, 1990-იანი წლების ბოლოს ვიყავი დარელის სახელობის ველური ბუნების დაცვის ფონდთან არსებულ ჯერსის ზოოპარკში, სადაც 4 თვის განმავლობაში გავდიოდი კურსებს და საკმაოდ კარგად ვიცოდი, რასთან მექნებოდა საქმე, როცა ზოოპარში მუშაობას დავიწყებდი. მზად ვიყავი და მაშინვე დავთანხმდი…
– რა არის მთავარი ცხოველებთან ურთიერთობაში?13652310_1355065334522071_390277364_n
– ცხოველებთან ურთიერთობაში მთავარია, პირველ რიგში, გიყვარდეს შენი საქმე, პროფესია და ცხოველები. როდესაც ზოოპარკში იწყებ მუშაობას, თუ ეს არ არის შენი საქმე, ძალიან რთულია. რადგან საკმაოდ რთული და ჭუჭყიანი სამუშაოა ცხოველების დასუფთავება, ურთიერთობა, გარდა ამისა, არის აბსოლუტურად ყოველგვარი სამუშაო საათების გარეთ გასული. მათ არ აქვთ ასეთი სამუშაო საათები, ცხოველებს ვგულისხმობ და, შესაბამისად, არც შენ გაქვს. ასე რომ, ამ ყველაფერისთვის მზად უნდა იყო. თუ შენში ეს არ არის, ვერ იმუშავებ… ერთადერთი, რაც აქ არის, არის ცხოველებზე ზრუნვა, მათი დაცვისათვის, გადარჩენისათვის, ბუნებაში აღდგენისათვის. ამ მიმართულებით როდესაც მიდის, ეს სამუშაო ძალიან საინტერესო ხდება.
– გარკვეული ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ზოოპარკების არსებობას…13819371_1355065341188737_1426050586_n
– დღეისათვის მსოფლიოში ცხოველებისთვის საჭირო გარემო მინიმუმამდეა შემცირებული., რასაც ძალიან დიდი ზემოქმედება მოჰყვება ბუნებაზე, ამიტომ ძალიან ბევრი სახეობისათვის გადარჩენის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. ბევრი გადაშენების პირასაა და ბევრი უკვე გადაშენდა. ერთადერთი გამოსავალი სწორედ ზოოპარკებია, სადაც შესაძლებელი იქნება ცხოველების შენახვა და მათი აღდგენა. ძალიან ბევრი მაგალითია და ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ინფორმაციის მოძიება, სადაც აღწერილია, რამდენი სახეობა აღდგა ზოოპარკების მეშვეობით.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რატომ ხდება ეს ყველაფერი. მიზეზი – გარემოსთან დაკავშირებით ადამიანის ძალიან დაბალი ცნობიერებაა. როცა ტელევიზიით უყურებს ცხოველს, აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ არის. ეს იქნება ჩვენთან გავრცელებული იშვიათი სახეობა, ლეოპარდი თუ სადღაც აფრიკაში გავრცელებული ლეოპარდი, კინკონგი თუ დრაკონი. ტელევიზორში ეს ყველაფერი ერთნაირად არის და გარკვეული არარეალობის შეგრძნებას ტოვებს, გათავისება ვერ ხდება. ამიტომ ადამიანმა ცხოველები რომ შესაბამისად გაიცნოს, მან მთლიანად, მთელი არსებით უნდა შეიგრძნოს. ამის შესაძლებლობას იძლევა ზოოპარკი. ეს არის ადამიანის ცნობიერების ამაღლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, ამაზე ძალიან სერიოზული კვლევები არსებობს.13618158_1355065367855401_1433312638_n
მესამე – სამეცნიერო კვლევაა. შეუძლებელია ბუნებაში ყველაფრის შესწავლა. შესწავლის გარეშე კი სახეობის გადარჩენა ვერ მოხერხდება. ეს არის ძირითადი სამეული. ჯერჯერობით, ყველა აღდგენა, რაც კი მოხდა, ზოოპარკების დახმარებით გაკეთდა. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი არგუმენტები, უნდა შეისწავლო, გადაარჩინო და ცნობიერება აამაღლო. ის, რაც ადამიანმა დაანგრია, ისევ ადამიანმა უნდა აღადგინოს. უმოქმედება, რასაც ისინი მოგვიწოდებენ, ჩემის აზრით, ეს პირიქით, ძალიან  უწყობს ხელსგადაშენებას.
– ყველაზე მეტად რომელი ცხოველი გიყვართ?
– ძალიან ბევრი მიყვარს და გამიჭირდება ჩამოთვლა. თუმცა ჩემი ძირითადი ცხოველი, ვისთანაც მე ვმუშაობდი და ვაგრძელებ მუშაობას, ეს გახლავთ – მგელი. ერთ-ერთი პირველი ფავორიტი თავისთავად მგელია, მაგრამ კიდევ არის ძალიან ბევრი ცხოველი, ლეოპარდი, ვეფხვი, ლომი, სპილო…
– თქვენი კვლევებით როგორია მგელი…13823223_1355065337855404_196272379_n
– მგელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო ცხოველია დედამიწის ზურგზე. ძალიან მაღალი სოციალური ცხოველია, აქვთ ძალიან რთული ქცევა და ძალიან დიდ როლს ასრულებს ბუნების შენარჩუნებაში. რაც უნდა თქვან მონადირეებმა, ერთ-ერთი ძირითადი გამანადგურებელი სინამდვილეში მგელი კი არა, სწორედ არაწესიერი მონადირეები არიან. ჩემი ერთ-ერთი სამუშაო ეს გახლავთ – ირმისა და მგლის ურთიერთობის შესწავლა, ეს ყველაფერი ლაგოდეხის ნაკრძალში ხდებოდა. საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა, დაახლოებით 12 წელი ვმუშაობდი ამ თემაზე. გარკვეული მექანიზმები შევისწავლე, როგორ ხდება მგლის მიერ ირმის რიცხოვნობის რეგულირება, რომ არ მოხდეს ბუნებაში ბალანსის დარღვევა. ეს მარტო ჩემი აღმოჩენა არაა, ჩემი პატარა მარცვალი იყო კვლევაში. ცალკე განყენებული არაფერი არსებობს ბუნებაში, ესაა ერთიანი სისტემა. სისტემის ზედა ნაწილი, რომელიც ამას ყველაფერს კრავს, ეს არის უმაღლესი მტაცებელი. ჩვენს შემთხვევაში – მგელი. გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანი ცხოველია და ჩემთვის ძალიან საინტერესოა…
– თქვენი მეგობარი ძაღლი…13672196_1355065357855402_468256771_n
– ორი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი ესპანური მასტიფი – ბალთაზარი. საკმაოდ დიდი ხანი მყავდა, მიაღწია თავის ასაკს და… ახლა ახლა მყავს ამერიკული აკიტა – რომელსაც ლეკვობიდანვე ვზრდი, მას ჰქვია – კუმა, კუმიკო. ძალიან საინტერესო, ჭკვიანი და უცნაური გადაწყვეტილების მიმღები ძაღლია.
– ცხოველი, რომელსაც ისურვებდით, რომ თბილისის ზოოპარკში გყავდეთ?
– ასეთი ძალიან ბევრი ცხოველია. ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ, რა არის ამოცანა და რისთვის გვყავს ცხოველი ტყვეობაში. ძალიან ბევრი ცხოველი არსებობს, რომელთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგალითად, ესაა – თეთრი დათვი, რომელსაც ამჯერად მთლიანად, გლობალური მასშტაბით გაქრობის საფრთხე ემუქრება. ერთადერთი შანსია, რომ ზოოპარკში შევინარჩუნოთ, ეს ხდება გლობალური დათბობის გამო. ძალიან რთულია კლიმატის ცვლილებაზე ზეგავლენის მოხდენა. გარდა ამისა, სიამოვნებით მეყოლებოდა ადამიანის მაგვარი მაიმუნები – შიმპანზე, გორილა, ორანგუტანგი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოები არიან… იმედია, რომ ყველას ნელ-ნელა ჩამოვიყვანთ. ასევე, ვაპირებთ ჟირაფის ჩამოყვანას, როცა მისთვის შესაბამისი ვოლიერი აშენდება. საბედნიეროდ, ჩვენი კლიმატი ხელსაყრელია როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის ცხოველისთვის. ამიტომ ვცდილობთ, რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი კონსერვაციული როლი სწორედ ჩვენ გვქონდეს.13823230_1355065344522070_312017917_n
ამას თავისთავად ბევრი მუშაობა და მიღწევა სჭირდება…
– ცოტა ხნის წინ ჩევნი დელეგაცია დავბრუნდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც სამ ზოოპარკში გვქონდა არა მარტო შეხვედრები, არამედ მათი სპეციფიკის გაცნობა. ამერიკის ზოოპარკების ასოციაციასთან უკვე ვთანამშრომლობთ და დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები