სერგეი ლავროვი – ახლა ნაბიჯი საქართველოს მხარემ უნდა გადადგას

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივა თბილისს ეკუთვნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ურთიერთობების აღდგენით არის შესაძლებელი. დღეს ჩვენ არა გვაქვს საელჩოები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველომ სააკაშვილის დროს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ჩვენ ის არ გაგვიწყვეტია. ასე რომ, ახლა ნაბიჯი საქართველოს მხარემ უნდა გადადგას“, – აცხადებს ლავროვი.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მას „ძალიან უყვარს საქართველო“.
„სამწუხაროდ, ჩემი სტატუსის გამო მე მოკლებული ვარ იქ ჩასვლის საშუალებას, მაგრამ მყავს მეგობრები, რომლებიც იქ ჩადიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. ამჟამად ურთიერთობებში მეტი საღი აზრია, ვიდრე ადრე იყო. აღდგა ვაჭრობა. ეს სწორი ტენდენციაა. ყველა საკითხი მოგვარდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ხალხმა თვითონ უნდა აღადგინოს ურთიერთობები. მე მგონი, საქართველოშიც ეს აზრი იმარჯვებს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები