საპარლამენტო კომიტეტები სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს სექტემბრის დასაწყისამდე მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს საშემოდგომო სესიის გახსნამდე მოუსმენენ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, თუკი ივლისში კომიტეტის შეკრება შესაძლებელი იქნება, კომიტეტის სხდომა დაინიშნება, ხოლო თუ ივლისში ვერ მოხერხდა, მაშინ სექტემბრის პირველ კვირაში ჩატარდება.
„ბიუროს სხდომას, რომელიც 6 სექტემბერს უნდა გაიმართოს, საკითხს გადავცემთ და, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანა”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, კომიტეტს პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის საკითხი მზად ექნება.
უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურები პარლამენტის ბიუროს 20 ივლისის სხდომაზე წარედგინა. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით საკითხი შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა განიხილავენ და საშემოდგომო სესიაზე წარსადგენად მოამზადებენ. პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში, სამი ვაკანტური თანამდებობიდან ორზე ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი ხელახლა წარადგინა. მათ პარლამენტმა მხარი ერთხელ უკვე არ დაუჭირა. მესამე კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ლევან ბოძაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები