დავით ნარმანია: ახალი ავტობუსები იქნება მნიშვნელოვნად კომფორტული, როგორც კონდიცირების, ასევე ბევრი სხვა თვალსაზრისით

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ავტობუსები, რომლებიც სექტემბერში ეტაპობრივად ჩამოვა,  მნიშვნელოვნად კომფორტული იქნება, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ველოდებით ახალ ავტობუსებს, როდესაც ახალი ავტობუსები დაიწყებს სექტემბრიდან ეტაპობრივად ჩამოსვლას, ჩვენ მათ მარშრუტებსა და განრიგზე კვლევას ვაკეთებთ. შესაბამისად, მარშრუტების ოპტიმიზაცია ნამდვილად იქნება, რათა ახალმა ავტობუსებმა გამართული მარშრუტით იმოძრაონ. ეს ავტობუსები  მნიშვნელოვნად კომფორტული იქნება როგორც კონდიცირების, ასევე ბევრი სხვა თვალსაზრისით. ავტობუსები  ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები