მერაბ ტურავა: ჩემზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, მასზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება და არ იცის, თუ რაზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.
„არ ვიცი, ამის შესახებ მეც ტელევიზიით მოვისმინე, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. პირადად ჩემზე, არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა. თითოეული მოსამართლე თავისი სახელით ისაუბრებს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავარ პროკურორს პირადად შეხვდეს. პაპუაშვილის თქმით, სასამართლოსა და ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, ცალკეული მოსამართლეების მიმართ ასევე, თვალთვალი და შანტაჟი ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები