პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ფორმის ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცათ (ფოტო,ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ფორმის ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცათ.
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ახალი დიზანით შექმნილი ფორმის ტანსაცმელი პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა.