თურქეთის ელჩი საქართველოს განათლების სამინისტროში იმყოფებოდა

თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია უწყებაში ელჩის მისვლის მიზეზი, მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ელჩის სტუმრობა არანაირად არ უკავშირდება ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ სამინისტროს შენობა უკვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები