ხადური: საქართველოს პროკურატურა იგორ გიორგაძის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას აგრძელებს

საიდან მოგდით ასეთი იდეები? – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ქართულ ოცნებაში“ იგორ გიორგაძის შესაძლო გაწევრიანების შესახებ დასმულ შეკითხვას.
როგორც ხადურმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა იგორ გიორგაძის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას აგრძელებს.
„პროკურატურამ განცხადება გააკეთა და ის აგრძელებს მის მიმართ სისხლის სამართლის დევნას“, -აღნიშნა ხადურმა.
იმის გამო, რომ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. თავის მხრივ საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს.
„საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები