რუსუდან კერვალიშვილი: პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც დამნაშავე ვარ, როგორც მოქალაქეც, დამნაშავე ვარ

“პოლიტიკურადაც დამნაშავე ვარ და ადამიანურადაც დამნაშავე ვარ, როგორც მოქალაქეც, დამნაშავე ვარ”, – ამის შესახებ “ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, იგი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუმცა მისი თქმით, არცერთ პარტიაში არ გაწევირანდება.
“იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვეტ პოლიტიკაში დაბრუნებას, მე ვიქნები დამოუკიდებლად, მარტო, რადგან ჩემი წარსული და ისტორია არის განადგურებული და მე ვერავის, ვერცერთ პატიას ვერ გავსვრი. თავს არ ვიმართლებ, პირიქით, პოლიტიკურადაც დამნაშავე ვარ და ადამიანურადაც დამნაშავე ვარ, როგორც მოქალაქეც, დამნაშავე ვარ. მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას, პირიქით, მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სამართლიანობა არსებობს, თუმცა მეც ისეთივე დაზარალებული ვარ, როგორიც ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც 2008 წლის ომი შეეხო“,- აღნიშნა კერვალიშვილმა.
ყოფილმა დეპუტატმა „ცენტრ-პოინტის“ საქმეზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურამ ბრალდებულების დაკავება არასწორად დაგეგმა.
„პროკურატურამ გაზაფხულზე გაააქტიურა ის ჯგუფი, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, ეს უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტივობას. მე ვმუშაობდი ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაძლიერების ჯგუფზე მოხალისეობრივად, მიმოწერა მქონდა ცესკო-სთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან ვეძებდი იმ ქალებს, რომლებსაც შეიძლება ეყარათ კენჭი დამოუკიდებელ დეპუტატებად. ტელეფონზე ამის შესახებ საუბარი მქონდა მაიასთანაც. ამ პერიოდში ჩვენი მუშაობა სასამართლოსთან იყო მშვიდ რეჟიმში, თუმცა უცებ მაისის ბოლოს გააქტიურდნენ ჯგუფები, დაიწყეს პროკურატურასთან აქციები, ამ ჯგუფს თავის დროზე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თემურ ფიფია. ეს ჯგუფი საეჭვოდ გააქტიურდა“, – განაცხადა კერვალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები