გიგლა ბარამიძე: იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაუგებარი ფანდია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე არასერიოზულს უწოდებს პროკურატურის მიერ იგორ გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
როგორც გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგაძესთან დაკავშირებული საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაუგებარი ფანდია, რასაც არავის მხრიდან არანაირი დაინტერესება არ მოჰყვება.
„იგორ გიორგაძის საქმე ათწლეულებია მოარულ ეფემერულ საქმედ იქცა, ხელისუფლება სულ იმუქრება, რომ იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, მაგრამ ვერანაირი რეალური მასალა ვერც ადრინდელმა და ვერც ახლანდელმა პროკურატურამ ვერ დადო ცნობილი აფეთქების ეპიზოდთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებაც პროკურატურის უმოქმედობის კიდევ ერთი დასტურია.
გავიხსენოთ, რა რეალური დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების წლებში და ვერცერთი ადამიანი საერთაშორისო ძებნაზე ვერ დააყენეს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მისივე თქმით, თუ იგორ გიორგაძე დამნაშავეა იმ საქმეში, რაშიც ბრალი ედებოდა, დოკუმენტები უნდა დადონ, თუ არ არის დამნაშავე, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები