რუსუდან კერვალიშვილი: მოხარული ვიქნები, რომ პატიმრობაში მე ვიყო და ჩემმა დამ გააკეთოს ის საქმე, რისი ვალდებულებაც გვაქვს

მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელი იქნება, რომ პატიმრობაში მე ვიყო და მიეცეს შესაძლებლობა სამშენებლო სექტორს, და არა მარტო ჩემს დას, გააკეთონ ის საქმე, რისი ვალდებულებაც გვაქვს, – ამის შესახებ რუსუდან კერვალიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები სამი წელია გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
„სახელმწიფომ საგადასახადო კოდექსში მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლდნენ, ანუ სახელმწიფომ ის ზარალი აღიარა, რომელიც სამშენებლო კომპანიებს მიადგა. პარალელურად აპატიმრებენ მაიას, მე არ ვარ სასარგებლო, რათა დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა“, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
სასამართლო სხდომაზე „ცენტრ პოინტის“ საქმე განიხილება, სადაც რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და „დექსუსის” წარმომადგენელ ივანე ცაგურიას ამხანაგობის „თაბუკაშვილი 88“-ის 11 მილიონამდე ლარის მითვისებას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები