გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ქალაქ პირანის მერს, პიტერ ბოსმანს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა დღეს ქალაქ პირანის მერს, პიტერ ბოსმანს შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, პირველ ლედისთან და დელეგაციასთან ერთად, ზღვისპირა ქალაქის ისტორიული უბნები მოინახულა.
როგორც პირანის მერმა, პიტერ ბოსმანმა განაცხადა, საქართველოსა და სლოვენიას ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები