ჯონდი ბაღათურია: შესაძლოა, საქართველოსა და თურქეთის ოფიციალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა გაგრილდეს

პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას ვარაუდით, შესაძლოა, თურქეთში დემოკრატიის პრობლემასთან დაკავშირებით, მომავალში საქართველოსა და თურქეთის ოფიციალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა გაგრილდეს.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ეჭვის საფუძველს თურქეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთნაირი განცხადებები იძლევა.
„ახლა აღმოაჩინეს, რომ თურქეთში დემოკრატიის პრობლემა არსებობს? ჯერ ერთი, თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა საქართველოს ოფიციოზის მხრიდან საწყენია, მაგრამ მეორე მომენტია, რომ ნატოს წევრი თურქეთი ბრალს სდებს ნატოს მეორე წევრ აშშ-ს, სამხედრო გადატრიალების მოწყობაში, ანუ ნატოს წევრობა არც ისეთი უსაფრთხოების გარანტი ყოფილა.
მე არ ვიცი, რამდენად მართავდა ამ სამხედრო გადატრიალებას აშშ, მაგრამ წინა 4 გადატრიალებას ადრე აშშ-მ მხარი ოფიციალურად დაუჭირა. თურქული არმია ისევეა ნატოს და აშშ-ს მიერ შექმნილი, როგორც ქართული არმია. აშშ-ს რეკომენდაციის გარეშე თავდაცვისა და განათლების მინისტრი ინიშნება საქართველოში? თავდაცვის მინისტრი კეისრის ცოლივით ეჭვებზე მაღლა უნდა იდგეს და ეჭვი არავის უნდა შეჰქონდეს ამერიკის მიმართ ერთგულებაში. ნატოს ორი წევრი სახელმწიფოს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აშშ-ს და თურქეთის საქმეა, მაგრამ თურქეთში დემოკრატიის პრობლემები ნამდვილად არსებობს და ახლა რომ აღმოაჩინეს, ეს ეჭვებს ბადებს“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები