შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე პირებთან კავშირს უარყოფს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეხმაურება ბოლო დროს პრესასა და ტელევიზიაში თურქოლოგ რომან კვიციანის და პოლიტიკოსს ჯონდი ბაღათურიას მიერ უნივერსიტეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უნივერსიტეტს კავშირი აქვს რელიგიური და ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე პირებთან.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სეკულარული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიისაგან. მისი დამფუძნებლები არიან ადგილობრივი და გერმანული იურიდიული პირები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21 წელია ემსახურება ახალგაზრდების აღზრდას და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს კერძო უნივერსიტეტებს შორის. მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ დისკრიმინაციული და ცილისმწამებლური განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. IBSU-ში 290 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს 19 ქვეყნიდან, გაცვლითი პროგრამით კი სტუდენტები 90-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში ეუფლებიან განათლებას. საერთშორისო დონის განათლება, აკადემიური თავისუფლება და ყოველგვარი იდეოლოგიისგან დაცლილი გარემო, წლებია სწორედ ამან გააერთაიანა ასობით მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და ათასობით სტუდენტი“, – აღნიშნულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები