ჯონდი ბაღათურია: ხელისუფლებამ თურქეთის კონსულის განცხადების საფუძველზე მოკვლევა უნდა დაიწყოს

პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მოითხოვს, რომ თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება ბათუმის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტების შესაძლო მომზადებასთან დაკავშირებით საქართველოს სპეცსამსახურებისა და პროკურატურის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ „კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხელისუფლებამ, სპეცსამსახურებმა, პროკურატურამ გენერალური კონსულის განცხადების საფუძველზე მოკვლევა უნდა დაიწყოს და სისხლის სამართლის საქმე აღძრას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. რას ფიქრობთ, ეს ხალხი სად გადაამზადეს? მიმაჩნია, რომ ტერორისტების მომზადება გადაჭარბებულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდების რადიკალიზაცია და მათი რადიკალური პროპაგანდის მსხვერპლად გახდომა ნამდვილად ხდება ამ დაწესებულებებში, სად მომზადდნენ ის საქართველოს მოქალაქეები, ზოგი ეთნიკურად ქართველი და ზოგი – ქისტი, რომელებიც ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან?“- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისი თქმით, 2015 წლის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ეწერა, რომ საქართველო გადაიქცა იარაღის ტრანზიტის და პოტენციური მებრძოლების სატრანზიტო ქვეყნად.
„მარტო აქ კი არ ხდება ახალგაზრდების გადამზადება და იდეოლოგიური მომზადება, არამედ – მთელი კასპიის ზღვის აუზში, ჩრდილო კავკასიაში რაც კი მოღვაწეობა მიმდინარეობს, ყველა გადაყვანა საქართველოს გზით ხდება“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები