რამდენად პოლიტიზებულია და მზად არის მოსახლეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის –  „პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“, მიმდინარე წლის 5-15 ივლისს, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, სულ გამოიკითხა 3 000-მდე ადამიანი, მათ შორის გამოკითხულთა 64 პროცენტი მამრობითი სქესია, 36 პროცენტი კი – მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. რესპონდენტების შერჩევა  შემთხვევითობის პრინციპით მოხდა.
ორგანიზაციამ რესპონდენტთა ნაწილი ქუჩაში გამოკითხა, ნაწილი კი – ტელეფონისა და ვებ-გვერდის საშუალებით.
„პოზიციამ“ გამოკითხულ ადამიანებს სამი კითხვა დაუსვა. კერძოდ კი ეს კითხვებია:

  1. გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა?
  2. აპირებთ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას?
  3. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ?

პირველ კითხვაზე, გამოკითხულთაგან 78 პროცენტი აცხადებს, რომ პოლიტიკა აინტერესებს, 15 პროცენტს არ აინტერესებს, 7 პროცენტი კი პასუხისგან თავს იკავებს.

foto (2)

რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წამსვლელთა რაოდენობას, რესპოდენტთა 58 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნებზე წასვლას აპირებს, 17 პროცენტი არ აპირებს,  25 პროცენტმა კი არ იცის წავა თუ არა.
foto (3)

მესამე კითხვაზე კი „როგორ  შეიცვალა  თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ?“ – გამოკითხულთა 43 პროცენტი ამბობს, რომ დადებითად, 18 პროცენტი – უარყოფითად, 27 პროცენტისთვის – არ შეცვლილა, 12 პროცენტმა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

foto (1)

“არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ კვლევით დასტურდება, რომ  საზოგადოების მხრიდან  პოლიტიკისადმი დაინტერესება მაღალია. პოლიტიკისადმი დაინტერესებას მდედრობითი სქესისგან განსხვავებით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად გამოხატავენ. ჩვენი კვლევით ასევე, დგინდება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე წასვლას აპირებს. რაც შეეხება შეიცვალა თუ არა საზოგადოების ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსახლეობაში ცვლილებები დადებითისკენ უფრო მეტია ვიდრე უარყოფითისკენ”, – აცხადებენ”პოზიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები