გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, მილან ბრგლეზს შეხვდა

სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, მილან ბრგლეზს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ,,ოქროს წიგნში” ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები