ნეთანიაჰუ: მამაცურად ვიბრძოდით ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას, ეს კარს უხსნის სამშვიდობო შეთანხმებების გაფართოებას

ისრაელის გამარჯვება ირანის წინააღმდეგ სამშვიდობო შეთანხმებების დრამატული გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ მამაცურად ვიბრძოდით ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება სამშვიდობო შეთანხმებების დრამატულ გაფართოებას უხსნის კარს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა „ჰამასის“ დასამარცხებლად და ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების მიერ ამჟამად დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„არც ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ისრაელის მიერ ირანელი სამხედრო ლიდერების მკვლელობისა და ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისა, თავის მხრივ, 12-დღიან კონფლიქტში ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმაც გამარჯვება გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები