დავით ნარმანია: ეს იყო საშინელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნიცის ტერაქტთან დაკავშირებით საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ნარმანია ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ 21- ე საუკუნის სენი – ტერორიზმი მხოლოდ ერთობლივი ძალებით დამარცხდება.
“დღეს მოვედი აქ იმისთვის, რომ სამძიმარი ვუთხრა ფრანგ ხალხს, ნიცაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ამით გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა ფრანგი ხალხის მიმართ. ეს იყო საშინელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. 21-ე საუკუნის სენი – ტერორიზმის სახით მხოლოდ ერთობლივი ძალით შეიძლება დამარცხდეს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები