თურქეთმცოდნე: ფეთჰულაჰ გიულენის საქართველოში ისლამისტურ-ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელებაში დადანაშაულება გადაჭარბებულია

თურქეთმცოდნე ზაზა წურწუმია ნაადრევად მიიჩნევს, ვარაუდი გამოთქვას იმასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის პრეზიდენტის მოთხოვნას, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა წურწუმიამ განაცხადა, თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მომზადებული აქვს მრავალასეული ფურცლისგან შემდგარი დოსიე, რომელსაც მალე ოფიციალურად წარუდგნენ ამერიკას.
„აქამდე, გიულენის ოფიციალური გადმოცემის მოთხოვნა თურქეთს არ გაუკეთებია. მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ექსტრადიციისგან თავს იკავებს, არის ის, რომ აშშ თავად არის სამართლებრივი სახელმწიფოს მაგალითი. ამერიკის უმაღლესმა პირებმა თურქეთის მოთხოვნაზე განაცხადეს, წარმოგვიდგინეთ დასაბუთება, რომ ტერორისტულ აქტებში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, პირდაპირი მონაწილეობა, ან დირექტივები გაცემული აქვს გიულენს და ამ საკითხს განვიხილავთო“, -განაცხადა ზაზა წურწუმიამ.
მისივე თქმით, ერთი მიზეზი, რის გამოც ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციაზე აშშ თავს იკავებს, შესაძლოა, თავად ამ პირის ჯანმრთლობის მდგომარეობაც იყოს, რადგან იგი 75 წლისაა, აქვს დიაბეტი, გადის ინტენსიურ მკურნალობას და მისი ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება პირდაპირ კავშირშია მის ჯანმრთელობასთან.
აღნიშნულის გარდა, ზაზა წურწუმიას განმარტებით, გიულენის გადმოცემის საკითხი მთლიანობაში რთული საკითხია, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 15 წელიწადია პენსილვანიაში ცხოვრობს.
თურქეთში ძალიან ცნობილი რელიგიური ავტორიტეტი, ფეთჰულაჰ გიულენი 1999-2000 წლებში იძულებული შეიქმნა, დაეტოვებინა თურქეთი იმ ბრალდებების გამო, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უყენებდა ისლამისტური პროპაგანდისა და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის თაობაზე.
„ის 15 წელია ცხოვრობს პენსილვანიაში, ჰყავს თავისი მომხრეები როგორც თურქეთში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. მან ჩამოაყალიბა მსოფლიო საგანმანათლებლო ქსელი, ქმნიდა უმაღლეს სასწავლებლებს და ეს არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მისი იდეოლოგიის გავრცელების მცდელობისთვის ყაზახეთში ასეთი საგანამანთლებლო დაწესებულება დაიხურა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და ისლამისტურ-ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელებაში დადანაშაულება გადაჭარბებულია“, -განაცხადა თურქეთმცოდნემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები