„თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები შაჰინის სკოლის მიერ ბავშვების ტერორიზმში ჩართვის შესახებ, ეს იქნება სამართლებრივი დევნის საფუძველი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებულ იმ სკოლებში, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის მიერ ფინანსდება, ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი, აქამდე არ არსებობობს.
მისი თქმით, თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები ბათუმში მდებარე „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ ტერორიზმში, ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი.
ჯეჯელავას განცხადებით, აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის საქართველოშიც სკოლების მთელი ქსელი არსებობს.
„ეს სკოლები უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებულია ჩვენი კანონმდებლობით. ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან, ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ხვალ არის დაგეგმილი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინსიტრის ვიზიტი. დელეგაციის შემადგენლობაში იქნება თავადაც და უმაღლესი დონის შეხვედრებზე აღნიშნულ საკითხს აუცილებლად განიხილავენ. თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები