დღეს ,,ქართული ოცნება“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს
დღეს, ,,ქართული ოცნება“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. ღონისძიება საღამოს 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი და იგი ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება.
მაჟორიტარობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ – მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი, ექიმი დიმიტრი მხეიძე და ქალაქის N41 საჯარო სკოლის დირექტორი, გენადი მარგველაშვილი იქნებიან წარდგენილნი.
იმერეთის რეგიონში “ქართულ ოცნებას” სულ მაჟორიტარი დეპუტატობის 11 კანდიდატი ეყოლებათ.