ხვალ “ქართული ოცნება” იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
ხვალ, 18 ივლისს 20:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.
კანდიდატების წარდგენა ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.