ალექსანდრე ჯეჯელავა: მნიშვნელოვანია, მე მესმოდეს კარგად, თუ რა აწუხებთ მასწავლებლებს

ვცდილობთ, რომ სამინისტრო ამ ხალხის მეგობარი და მხარდამჭერი გახდეს – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქუთაისში პედაგოგებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მგონია, რომ ჩემი სამსახურის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს კოლეგებთან შეხვედრაა. ემოციურად და შინაარსობრივადაც ძალიან დადებითია. რამდენიმე დღეა შეხვედრები მქონდა მთიან აჭარაში, შემდეგ გურიის რამდენიმე ქალაქში და დღეს ქუთაისსა და საჩხერეში ვგეგმავთ შეხვედრებს. შინაარსობრივად უფრო მეტი უნდა მოვისმინო, ვიდრე ვილაპარაკო. ჩვენ ვცდილობთ, რომ სამინისტრო ამ ხალხის მეგობარი და მხარდამჭერი გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მე მესმოდეს კარგად, თუ რა აწუხებთ მასწავლებლებს, რა ცვლილებები უნდათ და ასევე ვაპირებ, რომ გავუზიარო განვითარების მიმართულებები, რაზეც ვფიქრობთ, რომ მათთვის იყოს კომფორტული და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები