შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა 1-ლი სამმართველოს ბაზაზე, 1991 წლიდან დღემდე საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. შს სამინისტროს ცნობით, ცერემონიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, მისი მოადგილეები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღნიშნული სამხედრო ნაწილიდან გმირულად დაიღუპა 33 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 6 თანამშრომელი. სამშობლოსათვის თავგანწირვისა და თავდადებისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა თბილისის სამმართველოს და მე-3 სამმართველოს ბაზებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები